პატრიარქის ყოფილი მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროს სოსო ოხანაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.როგორც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა "ინტერპრესნიუსს" გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, "სოსო ოხანაშვილი ნაძირალაა და შეიძლება ის ცდილობს საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოსდა მას ფიზიკურად გაუსწორდა".