მიგვაჩნია, რომ სოსო ოხანაშვილის გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური და ეს იყო სიცრუეში ბრალის დადება და ცილისწამება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისადმი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ განუცხადა.მისი თქმით, მამა მიქაელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ თვითონ არ ჰყავდა ნანახი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში და არ უთქვამს, თუ რა პოზიციას იკავებს ის დღეს. შარაშენიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, აგრძელებს თუ არა ოხანაშვილი სამსახურს საპატრიარქოში.