„სოთბის“ აუქციონზე გასაყიდად უიშვიათეს, ღია იისფერ ბრილიანტს გამოიტანენ, რომლის სავარაუდო ფასიც 38 მილიონი დოლარია. ალმასი, რომლისგანაც ოვალური ბრილიანტი გამოთალეს, რუსეთშია მოპოვებული და მას რუსული ბალეტის სახელი, „ვარდის სული“ უწოდეს.
ეს ამ ფერის ძალიან იშვიათი და ყველაზე დიდი ბრილიანტია მათ შორის, რომლებიც კი ოდესმე აუქციონებზე გაყიდულა. აღნიშნული ალმასი რუსულმა კომპანია „ალროსამ“ მოიპოვა. იშვიათობის გამო, იისფერი ალმასები/ბრილიანტები კოლექციონერებს შორის განსაკუთრებულად ფასობს.
აუქციონი, რომელზეც მას გასაყიდად გამოიტანენ, 11 ნოემბერს ჩატარდება.