"სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში" - ამ პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. ზურაბ აზარაშვილმა სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტების მდგრადი და ეფექტიანი სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, რეფორმის მიზანია სოციალურ დახმარებაზე წვდომის გაუმჯობესება.