00:37
14 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
SpaceX-მა და NASA-მ ფლორიდის შტატიდან რაკეტის კოსმოსში გაშვება უამინდობის გამო გადადეს
28-05-2020

ილონ მასკის აეროკოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ფლორიდის შტატიდან რაკეტის კოსმოსში გაშვება უამინდობის გამო 30 მაისამდე გადადო.

მედიის ინფორმაციით, რაკეტა Falcon 9-ს კაფსულა Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ამერიკელი ასტრონავტი უნდა წაეყვანა, თუმცა მისიის განხორციელების დაწყებამდე 17 წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ უამინდობის გამო დაგეგმილი გაშვება შაბათამდე გადაიდო. წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა ბოლო 9 წლის მანძილზე, როდესაც ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში აშშ-ის მიწიდან გაფრინდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ რაკეტის გაშვების პროცესის დაკვირვების მიზნით ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩავიდა. მისიის გადადების შემდეგ მან კაპე-კანავერალის საავიაციო ბაზა დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ შაბათს იქ აუცილებლად დაბრუნდებოდა.

AutoPlay
ევროკავშირის საგარეო საქმეთ მინისტრები თურქეთისა და ჰონგ-კონგის საკითხების განსახილველად პირისპირ შეხვედრას მართავენ
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
პროკურატურა დეპუტატ კობა კობალაძის შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი განცხადებით, პირბადეების ტარებას დახურულ სივრცეებში ნამდვილი ღირებულება გააჩნია
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
კახეთის რეგიონში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის რამდენიმე პროექტი დასკვნით ეტაპზეა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ფოთლების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვაზე 500-ლარიანი ჯარიმა წესდება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გარდაბანში მომხდარი ხულიგნობის და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალი წარედგინა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები