ილონ მასკის კომპანიამ SpaceX, თავისი კომერციული პროგრამის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე კერძო და სახელმწიფო თანამგზავრები გაიყვანა, რომელთა შორისაც უკრაინული აპარატი „სიჩ-2-30“ იყო. გაშვების პირდაპირი ტრანსლაცია კომპანიის Twitter-ზე გადაიცემოდა.რაკეტამ Falcon 9 სტარტის კანავერალის კონცხიდან აიღო და ორბიტაზე 20 ქვეყნის 105 თანამგზავრი გაიყვანა. უკრაინული თანამგზავრის მისია დედამიწის ზედაპირის გადაღებაა და მას 3 წლის განმავლობაში შეუძლია მუშაობა.ბოლოს უკრაინამ საკუთარი თანამგზავრი ორბიტაზე 2011 წელს გაიყვანა. აპარატმა „სიჩ-2“ ერთ წელზე ოდნავ მეტი იმუშავა, რის შემდეგაც კავშირზე ტექნიკური წუნის გამო აღარ გამოდიოდა. ახალი თანამგზავრი მისი მოდიფიცირებული ვერსიაა.