სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - ნიღბიანმა და შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა ეგრეთ წოდებულ საბურთალოს ბაზართან ოპერაცია ჩაატარეს. დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა პალიტრანიუსის ინფორმაციით სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი აიყვანეს. თვითმხილველების თქმით მათ შორის არიან ერთი ასაკოვანი, მეორე კი ახალგაზრდა მამაკაცი. ისინი პოლიციამ შავი ბეემვეს მარკის ავტომობილიდან აიყვანეს. მანქანა ჯერჯერობით კვლავ ადგილზე რჩება, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა კი ტერიტორია უკვე დატოვა. შსს ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.