სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - სოლოლაკში სასტუმრო "იოტასთან" ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სპეცრაზმმა 1 პირი აიყვანა. ის სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. წინასწარი ინფორმაციით ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცივი იარაღი, სხვადასხვა დოკუმენტაცია და შავი ჩანთა ამოიღეს. .ამ ეტაპზე უცნობია, რა საქმეს უკავშირდებოდა აღნიშნული სპეცოპერაცია. როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს.