უძველესი მამონტების შთამომავალი, ხმელეთის უმსხვილეს ძუძუმწოვრად მიჩნეული აფრიკული სპილო უამრავი მითისა და ლეგენდის გმირია, რადგან ადგილობრივი ტომებისთვის დიდი ხანია სიბრძნესა და კეთილშობილებასთან ასოცირდება. იშვიათი ინტელექტის პატრონი ცხოველი მართლაც საოცრად კეთილი და გულჩვილია, თუმცა, არ ღირს მისი გაბრაზება, რადგან განრისხებულს ყველაფრის დაუნდობლად განადგურება სჩვევია.
მართალია, აფრიკული სპილოების უმეტესობა კონტინენტის სამხრეთში - სუდანის, ნამიბიის, კენიის და ზიმბაბვეს ბუნებრივ ნაკრძალებსა და სავანეების ჩრდილიან ზონებში ბინადრობენ, მაგრამ პოპულაციის მცირე ნაწილმა ბინის შეცვლა გადაწყვიტა და ფართოფოთლოვან ტენიან ტყეებსა და საჰარის სამხრეთით, ნამიბიის მშრალ სავანეებს შეაფარა თავი.