ბათუმში გვიან ღამით გრიბოედოვის ქუჩაზე სროლის ხმა იყო. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ტყვიისგან დაზიანებული ავტომობილი დახვდა. მისთვის უცნობია, არის თუ არა დაშავებული. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული არ არის.