თბილისში მთაწმინდაზე სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.