საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს ხელმოსაწერ ბლანკებს გადასცემს, დეპუტატი კი თანამოაზრეებთან ერთად სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე რეგიონებში გავა და მოსახლეობის ხმებს შეაგროვებს. დეპუტატებმა, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, პარლამენტში 200 000 ხელმოწერა უნდა წარადგინონ.
დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ხალხის აზრის გათვალისწინება და მათი ინიციატივის მხარდაჭერა.