00:48
8 აგვისტო, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"სტალინი"; "კალიასკა"; "შოთიკო ბოლნისკი" - ქართველ "კანონიერ ქურდებს" საბერძნეთში 16-17 წლით პატიმრობა მიესაჯათ
13-12-2017

საბერძნეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისთვის 63 წლის ე.წ. კანონიერ ქურდს დავით სებისკვერაძეს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ გამოცემა „პრაიმკრაიმი“ წერს.

დავით სებისკვერაძესთან ერთად, რომელიც ასევე „დათო კუტაისკის“ და „კალიასკას“ სახელებით არის ცნობილი, პასუხისგებაში კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი შოთა ასათიანი („შოთიკო ბოლნისკი“) და ლაშა უგრელიძე („სტალინი“) მიეცა. მათ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი მიხეილ ბუძიშვილი („მიშკა კუტაისკი“), რომელიც 2015 წლის დეკემბერში ამავე სისხლის სამართლის საქმეზე იყო დაკავებული, მიმდინარე წლის აპრილში ნარკოტიკების დოზის გადაჭარბების გამო გარდაიცვალა.

გამოცემის ინფორმაციით, სებისკვერაძე საბერძნეთში ქუთაისურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, ახლა კი მის უფლებამოსილებებს, სავარაუდოდ, ასევე ქუთაისელი გაიოზ ზვიადაძე ("გია კუტაისკი") გადაიბარებს.

AutoPlay
ინდოეთში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
პოლიციამ კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია, ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს - სალომე ზურაბიშვილი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები