იყო თუ არა დაპირისპირება ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის - "სტამბოლის ბაზრის" ერთ-ერთი მეწილის შვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. დავით ბლუაშვილის მტკიცებით, ბოლოს როდესაც ის სამსონ ქუთათელიძეს შეხვდა, მან გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტის შესახებ უამბო. ბლუაშვილმა განმარტებით, ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის კონფლიქტი ბაზრის ფართის თაობაზე იყო, თუმცა ითხოვდა თუ არა ჭანტურია რაიმე დამატებით ფართს ბაზარში, ბლუაშვილის თქმით, ქუთათელაძეს ეს არ უხსენებია. მისივე ინფორმაციით, ქუთათელაძეს პირადად მასთან არაერთხელ უსაუბრია ჭანტურიასთან კონფლიქტური ურთიერთობის შესახებ.