"საპარტნიორო ფონდმა" "სტარტაპ საქართველოს" კიდევ ერთი ახალი პროექტი გრინვეი წარადგინა. დამწყები სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში უცხოელი ვიზიტორებისთვის ფუნქციონირებას პირადი ადვოკატის სააგენტო დაიწყებს. გრინვეი მომსახურების სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული.კომპანია უცხოელ ბიზნესმენებს, სტუდენტებს და საერთაშორისო ტვირთმზიდი ავტომანქანების მძღოლებს იურიდიულ კონსულტაციას ქართულ,რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე გაუწევს.