07:46
29 ივნისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ლიდერი
"სტატისტიკას სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან მისი მიხედვით, ერთ მილიონერსა და ერთ ღატაკს - ერთად აღებულს, ცალ-ცალკე ნახევარი მილიონი აქვს" - ფრანკლინ რუზველტი აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, ვისაც 4-ჯერ ანდეს ამერიკელებმა საკუთარი ქვეყნის ბედი
07-04-2022

ფრანკლინ რუზველტი, რომელიც მეტად რთულ და დრამატულ პერიოდში ჩაუდგა შეერთებულ შტატებს სათავეში, ერთადერთი პრეზიდენტია, ვისაც ოთხჯერ ანდეს ამერიკელებმა საკუთარი ქვეყნის ბედი. შეუპოვარმა და საოცრად ამბიციურმა   პოლიტიკოსმა არა მხოლოდ დიდი დეპრესია და ეკონომიკური კრიზისი დაამარცხა, არამედ ჯერ ანტიჰიტლერული კოალიციის, მერე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნაში შეიტანა უზარმაზარი წვლილი და პრაქტიკულად განსაზღვრა მე-20 საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობები.

ფრანკლინ დელანო რუზველტი 1882 წლის 30 იანვარს დაიბადა ნიუ-იორკში, ჰაიდ-პარკის პრივილეგირებულ რაიონში. მისი ოჯახი ამერიკულ ელიტას, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან დინასტიას მიეკუთვნებოდა, რადგან მამა - ჯეიმს რუზველტი - ვან როზენველტების იმ ჰოლანდიურ გვარს წარმოადგენდა, რომელიც ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გადაბარგდა ამერიკის კონტინენტზე და ფერმერობით გამდიდრებულმა რამდენიმე სატრანსპორტო და ნახშირის მომპოვებელი კომპანია შეიძინა. ფრანგი ჰუგენოტების უძველეს ევროპულ გვარს მიეკუთვნებოდა მომავალი პრეზიდენტის დედა - სარა დელანოც, რომელიც ადრე დაქვრივებული ჯეიმსზე 26 წლით უმცროსი და პრაქტიკულად მისი უფროსი ვაჟის ტოლი იყო. დიდი სიყვარულის მიუხედავად სარაზე დაქორწინება 54 წლის ჯეიმსისთვის სარფიანი გარიგება უფრო აღმოჩნდა, რადგან მის ქონებას ახალგაზრდა მეუღლის რამდენიმემილიონიანი მზითვიც შეემატა.

სიყვარულითა და მზრუნველობით განებივრებულ ფრანკლინს, რომლის ყველა წამოწყებას განსაკუთრებული ენთუზიაზმით იზიარებდნენ მშობლები, ბავშვობიდანვე განუვითარდა შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა და საკუთარი თავის რწმენა. ბრწყინვალე განათლება რუზველტმა ჯერ სახლში, მერე ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მასაჩუსეტსის შტატში მიიღო გროტონის კერძო სკოლაში. 1904 წელს მომავალმა პრეზიდენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, მოგვიანებით, კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში გადაინაცვლა სამართალმცოდნეობის შესასწავლად, მისი დასრულების შემდეგ კი, ნიუ-იორკის ადვოკატთა პალატაში ჩააბარა გამოცდა და უოლ-სთრითის სოლიდურ იურიდიულ კომპანიაში დაიწყო სტაჟიორად მუშაობა. მართალია, რუზველტს მწირი ანაზღაურება ჰქონდა, მაგრამ შემოსავალი ნაკლებად აღელვებდა, რადგან საოცრად პატივმოყვარე და ამბიციური ახალგაზრდა მხოლოდ პოლიტიკურ კარიერაზე ოცნებობდა. ამავე მიზნით გადაწყვიტა ფრანკლინმა შორეულ ნათესავზე ელეონორა რუზველტზე დაქორწინება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმულ ნაბიჯად იქცა საპრეზიდენტო მომავლისკენ.

AutoPlay
"წარმატებული ადამიანები მოძრაობას აგრძელებენ, შეცდომებს უშვებენ, მაგრამ უკან არ იხევენ" - უნიკალური ოტელიერი კონრად ჰილტონი, რომელმაც პირველმა შემოიღო 5-ვარსკვლავიანი შეფასების სისტემა და სასტუმროების ბიზნესის განვითარების ახალი სტანდარტები დაამკვიდრა
23-06-2022
„ტიურინგის მანქანა“ და მისი შემქმნელი - ბრწყინვალე ბრიტანელი მათემატიკოსი და გენიალური კრიპტოგრაფი ალან ტიურინგი, რომელმაც აღიარება მხოლოდ ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მოიპოვა
16-06-2022
"მანამდე ვიოცნებებ, სანამ ტყვია არ შეაჩერებს ჩემს ოცნებებს!" - მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი რევოლუციონერი, რომანტიკული ლეგენდა ერნესტო ჩე გევარა, რომელმაც არგენტინული წარმოშობის ხაზგასასმელად „ჩე“-ს ზედმეტსახელი შეიძინა
09-06-2022
ევროპული საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც მანამდე ბელგიის მთავრობას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკია
02-06-2022
"წარუმატებლობა თქვენს ცხოვრებაში რაღაც მომენტში გარდაუვალია, მაგრამ დანებება მიუტევებელია" - აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც 2020 წელს მესამე ცდით შეძლო ქვეყნის უმაღლესი პოსტის დაკავება
26-05-2022
გერმანელი პოლიტიკოსი ურსულა ფონ დერ ლაიენი - პირველი ქალი ევროპული ორგანიზაციის მდივნის პოსტზე, რომელიც ჟურნალ Time-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ნუსხაშიც ლიდერობს
19-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები