"სტილის კერპი" - უკვე მერამდენე სეზონია, თბილისის მოდის კვირეული ულამაზესი ქართველი ქალბატონებისადმი მიძღვნილი საღამოებით იხსნება. ამჯერად მთაწმინდაზე ფუნიკულიორის რესტორანში 18 ოქტომბერს ბელა მირიანაშვილი წარმოადგინეს, როგორც სტილის კერპი. ქართველ კინოვარსკვლავს პირველად აღმოაჩენენ უცხოური პრესის წარმომადგენლები, რომლებისთვისაც „სტილის კერპის“ საღამოები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა კვირეულის ფარგლებში. ღონისძიების რეჟისორი, როგორც ყოველთვის ბასა ფოცხიშვილია.მედია „სოლო“-ს ჭავჭავაძეზე მდებარე ოფისში შეიკრიბა, რათა გახსნის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიეღო. პრესკონფერენციას დაესწრენენ თბილისი მოდის კვირეულის ორგანიზატორი, თაკო ჩხეიძე, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, ბელა მირიანაშვილის ქალიშვილი, ცნობილი მსახიობი, ნანუკა ხუსკივაძე, „სოლო“-სა და „საქართველოს ფოსტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანისა და ბუნების დაცვის თემის პოპულარიზაციისათვის, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წლევანდელ სეზონზე სტუმრებისათვის ტრადიციული, ქაღალდის მოსაწვევები არ დაიბეჭდება და მათ ღოისძიებაზე დასწრებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესთავაზებენ.