"ის" - ამერიკელი მწერლის , სცენარისტის, რეჟისორისა და მასწავლებელის, სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის რომანი. ნათარგმნია არაერთ ენაზე, მსოფლიოში მისი ასამდე გამოცემა არსებობს.
რიგით 22-ე წიგნის წერა, ავტორმა 1981 წელს დაიწყო და მასზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. რომანის ორიგინალი 1986 წელს ინგლისურ ენაზე ამერიკაში გამომცემლობა ვიკინგმა 860 ათასიანი ტირაჟით დაბეჭდა. რომანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და გამოცემის წელს "ის" ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალის ფაბლიშერ უიქლის-ს ბესტსელერების სათავეში მოექცა, ქალთა ონლაინ ჟურნალ ბასთლის გამოკითხვით კი ის ყველაზე საშიშ წიგნებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა. 1987 წელს წიგნმა მიიღო ბრიტანული ფენტეზის ჯილდო. იმავე წელს იგი ნომინირებული იყო ლოკუს-ის და მსოფლიო ფენტეზის ჯილდოებზე.