სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. შესაბამის ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე "ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.
საქმე "ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.
გადაწყვეტილებას პარლამენტშიც გამოეხმაურნენ.