სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს გაიმართება. ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავასთან გასაუბრება ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე შედგება. პროცედურა სამეტაპიანი. გასაუბრების შემდეგ შერჩეულ ერთ ან 2 კანდიდატს კენჭს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან. დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 9 წლის ვადით არჩეული, ახალი მოსამართლე ეყოლება