17:53
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
სტრესი დედიდან შვილზე რძითაც გადაეცემა
13-02-2019

ოკლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 650 მეძუძური დედის რძის ნიმუშები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ რძეში კორტიზოლის დონე მომატებული ჰქონდათ მარტოხელა დედებსა და მათ, ვისაც საკეისრო კვეთა ჰქონდათ ჩატარებული.

კორტიზოლი მართავს ორგანიზმის სტრესულ რეაქციას, მოქმედებს განწყობასა და ზრდაზე. გარკვეული რაოდენობით ეს ჰორმონი აუცილებელია ნორმალური განვითარებისთვის. თუმცა, კორტიზოლმა შეიძლება ბავშვის ხასიათზეც იმოქმედოს. ახალნამშობიარები ქალები ამიტომაც განსაკუთრებულ მორალურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ზრუნვას საჭიროებენ.

სპეციალისტების მტკიცებით, დედებს სტრესთან გამკლავებაში ახალშობილთან ფიზიკური კონტაქტი ეხმარება, რასაც სხვა უპირატესობებიც გააჩნია. სხეულით კონტაქტი ხელს უწყობს ჩვილის გულის რითმის, სუნთქვის სტაბილიზიაციას, წონაში მატებას, ბავშვის დამშვიდებას და ამარტივებს ძუძუთი კვების პროცესს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები