სტუდია Warner Bros.-მა ფილმ „ელვისის“ ტრეილერი გამოაქვეყნა. როკენროლის მეფის შესახებ ფილმი რეჟისორმა ბაზ ლურმანმა გადაიღო.
მთავარ როლს ოსტინ ბატლერი ასრულებს, ელვისის მენეჯერის როლი კი ტომ ჰენქსმა შეასრულა. მომღერლის ერთადერთი ცოლის, პრისცილა პრესლის როლი ოლივე დეჯონგს ერგო.
ფილმის პრემიერა 24 ივნისს გაიმართება.