საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურის შეხვედრაში, რომელიც "ბორდოსა" და "სენტ ეტიენს" შორის შედგა (3:2), უმძიმესი ტრავმა მიიღო სტუმართა მცველმა ნევენ სუბოტიჩმა. 22-ე წუთზე, როდესაც "სენტ ეტიენი" 1:0 იგებდა, მეკარე სტეფან რუფიე თანაგუნდელს შეეჯახა და მუხლი თავში ჩაარტყა. შედეგად, სუბოტიჩი გარკვეული დროის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 29 წლის სერბი ფეხბურთელი სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით მისი დიაგნოზი უცნობია