1-ლი ივლისიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ, ბაზრის 30-35% მოიცვა. Colliers-ის კვლევის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 1-ლი ივლისიდან 16 ნოემბრის ჩათვლით ჯამში გაცემულია 5 ათას 636 სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა შეადგენს დაახლოებით 543 მილიონ ლარს.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ პროგრამით ყველაზე მეტმა ადამიანმა სექტემბერში ისარგებლა. ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე პიკური თვე სექტემბერი იყო, როდესაც ჯამში 169 მილიონი ლარის ოდენობით, ათას 765 სესხი დასუბსიდირდა.
რაც შეეხება სესხების საშუალო მოცულობას, აღნიშნული მაჩვენებელი მერყეობს 89 ათასი ლარიდან 110 ათას ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე სუბსიდირების პროგრამა ძირითადად ეხმარება საცხოვრებელი ბაზრის ეკონომ სეგმენტს.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჯამურად ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირებულ სესხებს 30-35% უკავია.