სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი და მისი მეუღლე მუსიკოსი ზეინ მალეკი 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც უცხოური მედია წერს, ზეინმა ჯიჯიზე და ჯიჯის დედაზე იოლანდაზე იძალადა. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ზეინმა ფაქტობრივად აღიარა დანაშაული, თუმცა არა პირდაპირ. მას წაუყენეს ბრალი ჯიჯის ვერბალური შეურაცხყოფისთვის და იოლანდა ჰადიდის ვერბალური და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის.
კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც იოლანდა ჰადიდმა TMZ-სთვის ზეინისა და ჯიჯის შვილის ფოტოების მიყიდვა გადაწყვიტა. რის შემდეგაც იოლანდა ჯიჯისა და ზეინის სახლში მივიდა, რათა ამ საკითხზე ესაუბრა ზეინთან, რასაც მისი გაბრაზება მოჰყვა.