სურნელის საშუალებით ადამიანის მეხსიერებაში მოგონებები ინახება. ნეირობიოლოგების ვარაუდიდთ რეცეპტორებით ინფორმაცია ცხვირიდან პირდაპირ ჰიპოკამპუსში, ჩვენი ტვინის მეხსიერების ცენტრში გადაეცემა.
ჩვენი ყოველდღიური განწყობის 75 პროცენტს ყნოსვა განაპირობებს. ყნოსვის ჯირკვალი, რომელიც სუნს აღიქვამს, მჭიდრო კავშირშია ლიმბურ სისტემასთან, რომელიც ემოციურ მდგომარეობასა და მეხსიერებას აკონტროლებს და სწორედ ეს კავშირია მამოძრავებელი ძალა ჩვენს ყნოსვით აღქმაში. ამიტომ, სურნელს შეუძლია გამოგზაუროთ სხვა დროსა და ადგილას და დაგაკავშიროთ რომელიმე მოგონებასა და გრძნობასთან. ადამიანები დაახლოებით 10 000 სხვადასხვა სუნს აღიქვამენ. უფრო აღსანიშნავი კი ისაა, რომ სუნის გახსენება 65%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ერთი წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც ვიზუალური გამოსახულების გახსენების სიზუსტე სამი თვის შემდეგ მხოლოდ 50%-ია.
და გარდა იმისა, რომ ცოცხალი ორგანიზმი ერთი ან რამდენიმე ასთი სურნელის ნაზვით ამახსოვრებენ თავს გარესამყაროს, ადამიანმა უძველესი დროიდან დაიწყო არა მხოლოდ სურნელოვანი მცენარეების, ასევე სხვადასხვა მინაერთებით შექმნილი პარფიუმერიის წარმოება, რომელსაც განსხვავებული მიზნით იყეებდა და ახლაც ინტენსიურად მოიხმარს.