სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საცხობებსა და სახაჭაპურეებზე. შემოწმების ძირითადი მიზანია წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობისა და ხარისხის დადგენა. თბილისის მასშტაბით ამ ეტაპისთვის 32 ობიექტია შემოწმებული. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 23 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სააგენტოს სპეციალისტებმა აგრეთვე ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები აიღეს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. დადგენილების თამახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა, ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლის მიერ გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები. სააგენტო ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს შემოწმებას, რათა ხელი შეუწყოს მომხმარებლების ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე შექმნას ჯანსაღი კონკურენტული გარემო ბიზნესოპერატორებისთვის