სურსათის მწარმოებლებმა, დისტრიბუტორებმა და რეალიზატორებმა ეკონომიკური საქმიანობა რეესტრში მიმდინარე წლის 2 სექტემბრამდე უნდა დაარეგისტრირონ. გასულ წელს მიღებული კანონებით ის ბიზნესოპერატორი, რომელიც 2017 წლის 3 სექტემბრიდან არ იქნება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული, სურსათის მწარმოებელის, დიტრიბუტორის რეგისტრაცია გაუუქმდება და სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდება.საჯარო რეესტრის სააგენტო აღნიშნავს, რომ სურსათის ბიზნესოპერატორთა რეგისტრაციის ვადა ერთწლიანია და ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება ხელახლა დარეგისტრირდეს.