isis-ის მიერ გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოს შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველ კომენტარს Palitranews-თან აკეთებს. მათი თქმით, აღნიშნული ვიდეოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი იყო. ამ დროისთვის კი ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმნდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებულ ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. ვიდეოში მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი, თემირლან მაჩალიკაშვილიც ჩანს.
იხილეთ: