სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაური დაკავებისას ან აღიარებითი ჩვენების მიღებისას სცემეს. სუს-ის პრესსამსახურის განცხადებით, დაკავებისას ბექაურმა გაქცევა სცადა, რომლის დროსაც მან დაზიანებები მიიღო. "დაკითხვის დროს ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - განმარტეს უწყებაში.