სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში რომელიც პარლამენტისთვის არის გაიგზავნილი აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები წარმოადგენს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოსთვის ძირითად გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და რუსეთის მიერ წარმოებული არაფორმალური ანექსიის პროცესი. სუს-ის ინფორმაციით რუსული სამხედრო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებსა და არაერთ კანონდარღვევას.