სუს-ის თანამშრომლებმა სამეთაურო-საშტაბო სწავლება "ინფო 2017"-ში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული. კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დახურა და მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა. "ინფო 2017" სამეთაურო-საშტაბო სწავლების "დიდგორი 2017" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.