სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე, მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
სუს-ის ინფორმაციით დაკავებულმა მოქალაქეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 29 ივლისს გამოართვა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.