სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს, 2 მილიონ 700 000 ლარის მათთვის გადახდის სანაცვლოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე სახელმწიფოს მიერ დადებული ინკასოსა და ყადაღის მოხსნას ჰპირდებოდნენ. ერთ-ერთი ბრალდებული კი მეწარმეს ვითომდა არჩევნების დასაფინანსებლად სძალავდა ფულს. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.