სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც მოძრაობა "გაბედეს" წარმომადგენლები აქციას მართავენ, აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ტერიტორიის გათავისუფლებას აიძულებდა, აქტივისტების თქმით, სამართალდამცველები მათ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ.
შეგახსენებთ ადმინისტრაციულ შენობებთან ე.წ. "ბოქლომების" აქცია მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სიმბოლურად ბოქლომები პროკურატურის სახელმიწფო კანცელარიის საქალაქო სასამართლოს ასევე ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარების ოფისებთან მიიტანეს.