შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეზღუდულია, ხოოლო მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით. მათივე ცნობით, მოძრაობა სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე, 15 ოქტომბერს აღდგება.