8 აპრილს რუსთაველის თეატრში მედიაოპერა "თაბაშირის იუდა" გაიმართა. 30-იანი წლების სისხლიანი ტერორი თანამედროვე სპექტაკლში და უპრეცედენტო ვიზუალური ეფექტები, რომელიც მაყურებელს წარმოდგენის მონაწილედ ხდის. პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია - მარინა სალუქვაძე, მუსიკის ავტორი კი ზაზა მარჯანიშვილია. ხოლო ვიზუალური ეფექტები მაკა ლომიძემ, მარინა სალუქვაძემ, და მალხაზ ბარბაქაძემ შექმნეს.