თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილ იყოს, ვინც ჩვენგან ცოცხალი შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე, ან სიკვდილი ბრძოლის ველზე" - ეს ფიცი კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300-მა არაგველმა, გადმოცემის თანახმად, დუშეთის რაიონის სოფელ ნაღვარევში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დადო. დარბაზული სტილის ტაძარი, სადაც არაგველებმა ფიცი დადეს, მე-12 საუკუნით თარიღდება. ამ ისტორიული ფაქტის გარდა, მცირე ზომის სალოცავი არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ინცორმაციას ინახავს. ზუსტად არავინ იცის, როგორ, თუმცა დადასტურებულია, რომ ნაღვარევის ტაძარი ადრე მთიდან გადმოჰყურებდა ხეობას, შემდეგ კი ნიაღვარს ბარში ჩამოუტანია.