„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვა საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით კეთდება და ამაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის.როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ ქმედების განხორციელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თალაკვაძის თქმით, აღრიცხვის წარმოება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობაა.