არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული არგუმენტები ხელიდან გამოეცალა და უმჯობესია, რომ მათ მანდატების დათმობასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედონ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების, საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ერთიანია - დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობის ბოიკოტირება დემოკრატიასთან შეუთავსებელია.