ტალინის ბნელი ღამეების 24-ე კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის წლევანდელი გამოშვება მაყურებელს წარუდგენს 4 სრულმეტრაჟიან ქართულ მხატვრულ ფილმს. ზაზა ურუშაძის პატივსაცემად, ტალინში აჩვენებენ რეჟისორის 3 ფილმს: „მანდარინები”, „სამი სახლი” და „ანტონი”.სექციაში CURRENT WAVES აჩვენებენ დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს „დასაწყისი”. CURRENT WAVES-ი აერთიანებს იმ ფილმებს, რომელთა მსოფლიო პრემიერაც უკვე წარმატებით გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კინოფესტივალზე და რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ საერთაშორისო ჯილდოები.
ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინომოვლენაა ჩრდილოეთ ევროპაში, რომელიც ა-კლასის ფესტივალების კატეგორიას მიეკუთვნება.