შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მივლენ.
როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებაში FBI-ის ჩართულობისთვის შსს-ის მზაობა წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ვადებთან დაკავშირებით მთავარი არის პროკურატურის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების მოწვევა დაჩქარებულად უნდა მოხდეს.