გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა. მას შემდეგ, რაც 23 წლის გოგონას ოჯახის წევრებმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წინ აქცია გამართეს, მათთან შეხვედრის სურვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა გამოთქვა, შეხვედრა დახურულ კადრს მიღმა გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, კელი დეგნანი ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა მათი მოთხოვნები ელჩისთვის ცნობილია და უკვე განიხილეს ის ოფიციალური წერილი რომლითაც ოჯახმა საელჩოს მიმართა.
როგორც თეონა თამაზაშვილი ამბობს მისი შვილის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ფედერალური ბიურო მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება თუ ეს სახელმწიფოს მოთხოვნა იქნება.