თამარ ჩუგოშვილმა ლევან ვასაძის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ ჭორი უწოდა და კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. როგორც ჩუგოშვილი ამბობს, მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ხოლო კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს "ქართულ ოცნებას" ხმები დასჭირდება, განიხილავენ თუ არა ვასაძესთან თანამშრომლობას, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ "ამაზე იმ შემთხვევაში, ილაპარაკებენ თუ ხმებს "ქართული ოცნება" ვერ მოაგროვებს, თუმცა ჩუგოშვილის თქმით ქართული ოცნება ხმებს დახმარების გარეშეც მოაგროვებს.