პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის "მუქარის წერილზე" ექსპერტიზის დასკვნა მხარეებმა პროკურატურას უნდა მიაწოდონ, რათა საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი სამართლებრივი გეგმით იმოქმედოს. მისივე თქმით ვარაუდებზე იქნება თუ არა წერილზე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ანაბეჭდი, კომენტარს ვერ გააკეთებს რადგან ექსპერტიზის შედეგებსაც არ იცნობს და შესაბამისად, დეტალებზე საუბარი გაუჭირდება.