ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 2000 სწრაფი ტესტი საქართველოში კვირას ჩამოვიდა. მისივე თქმით, ტესტების მწარმოებელ კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ძირითადად ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო კარტრიჯების მისაღებად საქართველო პასუხს აპრილის ბოლოს ელოდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით კი სწრაფი ტესტი არის "ოქროს სტანდარტი" და სჭირდება რამდენიმე საათი პასუხის მისაღებად. მისივე თქმით, არსებობს რამდენიმე სახის სწრაფი ტესტი, რომელიც სისხლის წვეთით კეთდება და რომლითაც მსოფლიო ბაზარი გადავსებულია, თუმცა მათი შეძენისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.