ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზები ივნისშია მოსალოდნელი.
როგორც გაბუნია განმარტავს, ბაზარზე შესაძლოა, გააქტიურდეს ამერიკული კომპანია „ნოვავაქსის“ ვაქცინაც. მივე თქმით ამ დროისთვის „ფაიზერთან“ დამატებით დოზებტან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მოსახლეობას უახლოეს მომავალში ექნება პასუხი შემოვა თუ არა დამატებითი დოზები „ფაიზერის“ ვაქცინის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმით“ ვაქცინაცია.