საქართველოში საველე ჰოსპიტლების ანალოგი კოვიდასტუმროებია. ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიას ინფორმაციით, კოვიდსასტუმროებს პორტატული ჟანგბადის აპარატები დაემატა, რომელთა გამოყენებაც საავადმყოფოების გარე პირობებში, მათ შორის ბინაზეც არის შესაძლებელი. მისი თქმით, თუკი პაციენტი რაღაც პერიოდში ჟანგბადით დახმარებას საჭიროებს, ამის შესაძლებლობა არსებობს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სექტემბრის ბოლოს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო, რომელთა დიდი ნაწილი სამუშაო ადგილებს უკვე დაუბრუნდა.