მცირე ხნის წინ თამთა გოდუაძე ესპანეთში იმყოფებოდა. Replay-ს ტურნეს ფარგლებში ის ბარსელონაში გამართულ „პრაიდს“ დაესწრო. შეგახსენებთ, რომ ეს არის ღონისძიება, რომელიც მთელ მსოფლიოში ლგბტ თემის მხარდასაჭერად იმართება. თამთა გუდუაძის ოფიციალურ „იუთუბის“ გვერდზე გამოჩნდა ვიდეო, რომელიც ამ გამოსვლას ასახავს.