საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა გამომძიებლების და საპატრული პოლიციის თანამშრომლების დაკითხვას ითხოვს. როგორც ლუკავამ პალიტრანიუსს განუცხადა, ის გეგმავს, ამ მოთხოვნით პროკურატურას სამშაბათს მიმართოს.ლუკავას განცხადებით, დაზარალებულის დაცვა დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ითხოვს და გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაკითხოს ის პოლიციელები, რომლებიც ინციდენტის შემდეგ, ილია ჯიშკარიანის ოფისში პირველად მივიდნენ.ცნობისთვის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. თოდაძე კი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.